ქვიშხეთში, წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქვიშხეთში, წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. დღეს სამუშაოების მიმდინარეობა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის წარმომადგენლებთან – სერგო ლალიაშვილთან და გიორგი პაპიაშვილთან ერთად დაათვალიერა. რეაბილიტირებული სახლ-მუზეუმი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარებას. მუზეუმის რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამში 560 083 ლარია გამოყოფილი.

Visited 146 times, 1 visit(s) today