ქობულეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები გვიან ღამემდე გაგრძელდება. იწმინდება შიდა სასოფლო გზები, საგზაო დეპარტამენტის ორგანიზებით 4 ერთეული ტექნიკა სოფელ კვირიკეში, ჩაისუბანსა და ხალაში მუშაობს. მთელი დღის განმავლობაში სტიქიის საგანგებო შტაბი მერის მოადგილეების – სულხან მოწყობილისა და დავით ვერულიძის ხელმძღვანელობით აქტიურად მუშაობს.
ზედა აჭყვაში მეწყრის შედეგად დაიბზარა ბერიძეების საცხოვრებელი სახლი. საფრთხის თავიდან აცილების მიზნით ოჯახი ამ ეტაპისთვის ევაკუირებულია და ახლობელთან არის გადაყვანილი.
დაბა ოჩხამურში ელექტრო ენერგია აღდგენილია. სოფელ ციხისძირის, ბუკნარისა და საჩინოს მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება. უამინდობის გამო მობილური ჯგუფები ვერ ახერხებენ სათავე ნაგებობასთან მისვლას.
სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლას მერია ხვალიდან დაიწყებს.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები გვიან ღამემდე გაგრძელდება
08/12/2017