ქობულეთის მუნიციპალიტეტში დამშრობი სისტემის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ საქართველოს მელიორაცია ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან 7 კილომეტრი სიგრძის მაგისტრალური არხის გაწმენდის ღონისძიებებს ახორციელებს. სამუშაოების შედეგად არხის გამტარუნარიანობა გაუმჯობესდება, რაც 280 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწების დაშრობას, უხვი ნალექის დროს ქობულეთის ეროვნული პარკისა და ქობულეთის ნაწილის დატბორვისგან დაცვას უზრუნველყოფს.

Visited 161 times, 1 visit(s) today