ქობულეთის მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ ჩიქოვანმა მოადგილესთან რაულ ბერიძესთან ერთად ჩაქვი-ხალა-ჩაქვისთავის საავტომობილო გზის კმ6+000-კმ7+090 მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის მოსამზადებელი სამუშაოები დაათვალიერა. შეხვედრას აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს წევრი ვახტანგ წულაძე დაესწრო. სამუშაოებს დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ფემინი კონსტრაქშენ გრუპი“ ასრულებს და მის განსახორციელებლად აჭარის ა.რ. ბიუჯეტით გათვალისწინებულია 382 050 ლარი. პროექტი მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ აღნიშნული გზა სოფელ ხალას და ბათუმის წყალსაცავის სათავე ნაგებობას ცენტრალურ მაგისტრალთან აკავშირებს.

Visited 158 times, 1 visit(s) today