ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება

10/03/2017

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აჭარაში ქობულეთის შემოვლით გზას აშენებს. მიმდინარე სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ დაათვალიერა.
გზის მშენებლობა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს. ქობულეთის შემოვლითი გზა მნიშვნელოვნად განტვირთავს სატრანზიტო მიმოსვლას და რეგიონში ტურიზმის სრულფასოვან განვითარებას შეუწყობს ხელს. ეს პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს რეგიონის ეკოლოგიურ მდგომარეობასაც.
პროექტი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. მისი ღირებულება 200 მილიონ ლარს აჭარბებს. მშენებლობაზე 400-მდე ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული. გზის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0