ქობულეთის შემოვლით გზაზე საჯავახო–ოზურგეთი–ქობულეთის დამაკავშირებელი სატრანსპორტო კვანძი გაიხსნა

06/06/2016

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრსტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ, მისმა მოადგილემ ირაკლი ხერგიანმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ქობულეთის შემოვლითი გზის მე–13 კილომეტრზე გამავალი სატრასნპორტო კვანძი გახსნეს.
აღნიშნული კვანძი საჯავახო–ოზურგეთი–ქობულეთის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზას კვეთს და მათ დამაკავშირებელ სატრანსპორტო კვანძს წარმოადგენს.
ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობის ფარგლებში შენდება 18 კილომეტრიანი 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 7 სატრანსპორტო კვანძი, 15 ხიდი, 2 გვირაბი და სხვა ხელოვნური ნაგებობები.
პროექტს აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს და მისი ღირებულება 209,852,079.67 ლარია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0