ობულეთში ახალი წლის დადგომა პომპეზურად აღინიშნა. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ცნობილი ქართველი მომღერლების მონაწილეობით გალა კონცერტი გაიმართა. ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ მოსახლეობას შობა-ახალი წელი მიულოცა და წარმატებები უსურვა. საახალწლო განწყობის შესაქმნელად გამგეობის ორგანიზებით საახალწლო ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ქობულეთელები 12 საათის მოსვლას განსაკუთრებულად ელოდებოდნენ. ლეონიდ ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდის ორგანიზებით ახალი წლის მოსვლას ქობულეთი 10 წუთიანი გრანდიოზული ფოიერვერკით შეხვდა. საახალწლო კონცერტი გვიან ღამემდე გაგრძელდა.
Visited 312 times, 1 visit(s) today