ქობულეთში გამწმენდი ნაგებობა შენდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე საქართველოს რეგიონალური განვითარების ფონდისა და ჰოლანდიის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც წყალანირების პროექტის მიმდარეობის შესახებ ისაუბრეს. შეხვედრა „ქობულეთის წყლის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მხარეებმა დეტალურად განიხილეს მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები და სამომავლო გეგმები დასახეს. ჰოლანდიურმა მხარემ პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტს გამწმენდი ნაგებობისთვის საჭირო ინვენტარი გადასცა, ასევე ისინი ინვენტარის მონტაჟსა და მომსახურე პერსონალთა გადამზადებას უზრუნველყოფენ. ქობულეთის მუნიციპალიტეტში „წყალარინების პროექტი“ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, ჰოლანდიის მთავრობისა და აჭარის მთავრობის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოების განხორციელებისთვის 5 867 299 ლარია გათვალისწინებული. ინფრასტრუქტურული ღონისძიების ფარგლებში აშენდა გამწმენდი ავზი და საოპერატორო შენობა, ასევე მოწესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, გამწვანდება და კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორია. პროექტის განხორციელების შედეგად ქობულეთში ჩამდინარე წყლები პერმანენტულად გაიწმინდება რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ზღვისპირა კურორტ ქობულეთის სანაპირო ზოლის წყლის ხარისხს და ხელს შეუწყობს საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას. გამწმენდინაგებობის ექსპლოატაცია მომავალი წლის პირველ კვარტალში იგეგმება.

Visited 219 times, 1 visit(s) today