ქობულეთში ლიფტების მონტაჟი მიმდინარეობს

05/10/2017

ქობულეთში მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ლიფტების რეაბილიტაცია დაიწყო. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ლიფტები 5 მრავალსართულიან სახლში დამონტაჟდება. დღეს სამუშაოების მიმდინარეობას ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად გაეცნო. ლიფტების რეაბილიტაცია მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით დაიგეგმა. ინფრასტრუქუტურის სამსახურის ინიციატივით 17 ლიფტი შემოწმდა, რომელთაგანაც 8 ლიფტის რეაბილიტაცია იქნა მიზანშეწონილად მიჩნეული. ინფრასტრუქტურული ღონისძიების განსახორციელებლად მუნიციპალური ბიუჯეტიდან 474 239 ლარი დაიხარჯება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0