ქობულეთში მასწავლებელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

10/10/2017

ქობულეთში მასწავლებელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. კულტურის სახლში N1 საჯარო სკოლის ორგანიზებით მასწავლებლების, მოსწავლეების და საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მონაწილეობით საღამო „ამ მადლიან დღისათვის, გმადლობ მასწავლებელო“ ჩატარდა. საღამოზე ასევე მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შესრულდა.
მასწავლებლებს პროფესიული დღე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და აჭარის განათლების მინისტრმა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
ღონისძიება მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით გაიმართა.
მასწავლებელთა საერთაშორისო დღე 1994 წლიდან, ყოველწლიურად ოქტომბრის თვეში აღინიშნება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0