ქობულეთში მიწისქვეშა კომუნიკაციების კეთილმოწყობა გრძელდება

06/10/2017

ქობულეთში მიწისქვეშა კომუნიკაციების კეთილმოწყობა გრძელდება. მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოები 14 ლოკაციაზე მიმდინარეობს, ახალი საკანალიზაციო სისტემები ცენტრალურ მაგისტრალზე დაერთდება. ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად 95 885 ლარი არის გამოყოფილი. სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0