ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება

18/05/2017

რუსთაველის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. დღეს ინფრასტრუქტურული სამუშაოები მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ დაათვალიერა.ქუჩის კეთილმოწყობის მიზნით ერთობლივად რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს. პროექტების განსახორციელებლად ჯამში 2 503 258 ლარი დაიხარჯება.
დაგეგმილია როგორც ქუჩის დარჩენილი მონაკვეთების მოწესრიგება, ასევე არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. ამ ეტაპისთვის რუსთაველის ქუჩის გაგრძელების, ტროტუარების, მეორე შესახვევისა და 3 ჩიხის მოწყობა მიმდინარეობს, ასევე ქუჩის დარჩენილ მონაკვეთზე მოეწყობა სანიაღვრე არხები, ხოლო გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარი დაიგება.
რუსთაველის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება ტურისტული სეზონის დაწყებამდე იგეგმება.
რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია მრავალწლიანი პროექტია და ეტაპობრივად ხორციელდება. გასულ წელს ქუჩის კეთილმოწყობისთვის 1 614 624 ლარი დაიხარჯა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0