ქობულეთში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

05/10/2017

ქობულეთში ქუჩებს შორის გადასასვლელების რეაბილიტაციის პროექტი გრძელდება. აღმაშენებლის გამზირიდან რუსთაველის ქუჩაზე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. კეთილმოწყობითი სამუშაოები მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ დაათვალიერა. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში მოეწყობა სანიაღვრე არხები და ტროტუარები, ქუჩის სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება. სამუშაოების დასრულების შემდეგ ქუჩაზე სიჩქარის შემზღუდავი ბარიერი დამონტაჟდება. გადასასვლელის კეთილმოწყობითი სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 108 300 ლარი დაიხარჯება. წელს ქობულეთის მუნიციპალიტეტში 7 გადასასვლელი მოეწყო და დაგეგმილია კიდევ ორის კეთილმოწყობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0