ქობულეთში, სანაპირო ზოლზე შტორმი დაფიქსირდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

წუხელ ღამით ქობულეთის ზღვის სანაპირო ზოლზე 3-4 ბალიანი შტორმი დაფიქსირდა. დაზიანდა სანაგვე ურნები და დეკორატიული სკამები. მთელი ღამის განმავლობაში გამგებელ სულხან ევგენიძის მეთაურობით სტიქიასთან ბრძოლის საგანგებო შტაბი აქტიურად მუშაობდა. მობილიზებული იყო სპეც ტექნიკა და სამაშველო ჯგუფები. ამ დროისათვის მუნიციპალიტეტში მდგომარეობა სტაბილურია და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა ელექტოგადამცემი ხაზები და 50 -მდე ოჯახს არ მიეწოდება ელექტროენერგია. ენერგო-პრო ჯორჯიას ორგანიზაბით დილიდანვე დაიწყება სარემონტო სამუშაოები.

Visited 231 times, 1 visit(s) today