ქობულეთში სარეაბილიტაციო სამუშოაები მიმდინარეობს

11/05/2017

ქობულეთში, ნინოშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო. ინფრასტრუქტურის პროექტის ფარგლებში ქუჩის სავალი ნაწილი და ტროტუარები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება, ასევე მოეწყობა სანიაღვრე სისტემა. სამუშაოების განხორციელებისთვის 175 000 ლარია გათვალისწინებული. პროექტის დასრულება ივნისის თვეში იგეგმება. ნინოშვილის ქუჩაზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ეტაპობრივად ხორციელდება. გასულ წლებში ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0