ქობულეთში საქველმოქმედო აქცია გაიმართა

დღეს ქობულეთში საქველმოქმედო აქცია გაიმართა. ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ კვირიკეში მიქელაძეების სოციალურად დაუცველი ოჯახი მოინახულა და სასურსათო ამანათები გადასცა. მიქელაძეების ოჯახში 16 სული ცხოვრობს, რომელთაგანაც 9 მცირეწლოვანია.
აქციის ფარგლებში სასურსათო ამანათები გვარაში მცხოვრებ მჟავანაძეების ოჯახსაც გადაეცა. ოჯახში 2 მძიმე ავადმყოფი ცხოვრობს.
საქველმოქმედო აქცია მესამე საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლის თამუნა თხიალიშვილის ინიციატივით გაიმართა.
მუნიციპალიტეტში მსგავსი ტიპის აქციები პერმამენტულად გაიმართება. საქველმოქმედო აქციებში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

Visited 139 times, 1 visit(s) today