ქობულეთში საცხოვრებელი სახლები და შიდასასოფლო გზები დაიმეწყრა

28/09/2017

უამინდობამ ქობულეთში პრობლემები შექმნა. დაიმეწყრა საცხოვრებელი სახლები და შიდასასოფლო გზები, ასევე ხუცუბნის, ბუკნარის, ციხისძირისა და ზედა ლეღვას მოსახლეობას წყალი შეზღუდულად მიეწოდება.
სტიქიასთან ბრძოლის შტაბი საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. მობილიზებულია სპეცსამსახურები. ინტენსიურად იწმინდება შიდასასოფლო გზები. დღის განმავლობაში მძიმე ტექნიკა 19 მიმართულებით იმუშავებს, იწმინდება სანიაღვრე სისტემები, ასევე წყალსადენ სისტემებზე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
სალიკვიდაციო ღონისძიებები გვიანობამდე გაგრძელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0