ქობულეთში სკვერებისა და გადასასვლელების კეთილმოწყობა მიმდინარეობს

08/06/2017

ქობულეთი ტურისტულ სეზონს 4 ახლადგაშენებული სკვერითა და 5 კეთილმოწყობილი სანაპიროზე გადასასვლელით შეხვდება. სამუშაოები თვის ბოლომდე დასრულდება. სამუშაოების მიმდინარეობას ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე, საკრებულოს თავმჯდომარე სულხან ოქროპირიძე და ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში კობა ნაკაიძე ადგილზე გაეცნენ. ინფრასტრუქტურული ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა მწვანე ზოლი, დამონტაჟდება განათების სისტემა, დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება ბილიკები, სადაც სკამები და სანაგვე ურნები განთავსდება. გამგეობა პროექტის განსახორციელებლად 1 273 996 ლარს დახარჯავს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0