ქობულეთში სტიქიამ პრობლემები შექმნა

02/10/2017

კვირიკეში სტიქიის შედეგად გოგიტიძეების საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. გამგებელმა დაზარალებულები მოინახულა. მათ მდგომარეობას გეოლოგები შეისწავლიან. სტიქიამ ქობულეთში პრობლემები ისევ შექმნა. ბოლო მონაცემებით დაზიანდა ორი საცხოვრებელი სახლი. სოფელ ქობულეთში, ლეღვასა და ხალაში შიდა სასოფლო გზებზე მოძრაობა შეფერხებულია. სტიქიასთან ბრძოლის საგანგებო შტაბი შეიკრიბა. მობილიზებულია სპეცტექნიკა. ინტენსიურად იწმინდება დამეწყრილი შიდა სასოფლო გზები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0