ქობულეთში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქობულეთში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები მიმდინარეობს. უხვი ნალექის გამო მუნიციპალიტეტის სოფლებში მეწყერული პროცესები გააქტიურდა. სტიქიის ეპიცენტრი სოფელ ქობულეთის ადმინისტრაციული ერთეულია. დილიდან შეიკრიბა სოფელ ქობულეთში სტიქიასთან ბრძოლის საგანგებო შტაბი,რომელსაც ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სულხან ოქროპირიძე , აჭარის საგზაო დეპარტამენტის უფროსი არჩილ ჩიქოვანი და აჭარის უმაღლეს საბჭოში ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი რომანაძე ესწრებოდნენ. შტაბის სხდომაზე სტიქიის სალიკვიდაციო გეგმა შეიმუშავეს. საგანგებო რეჟიმში მუშაობს სამაშველო სამსახური, მობილური ბრიგადები და ელექტრიკოსთა ჯგუფები.
ამ დროისათვის მუნიციპალიტეტში მდგომარეობა სტაბილურია. ინტენსიურად იწმინდება ჩახერგილი სასოფლო გზები. საგზაო დეპრტამენტის ორგანიზებით 7 ერთეული სპეცტექნიკა მუშაობს. მიმდინარეობს დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოები, ასევე დაწყებულია დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შესწავლა

Visited 168 times, 1 visit(s) today