ქობულეთში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები დილიდან განახლდა.

03/10/2017

ქობულეთში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები დილიდან განახლდა. სამაშველო სამსახურის ორგანიზებით დატბორილი სახლებიდან წყლის ამოტუმბვა მიმდინარეობს, ასევე იწმინდება დამეწყრილი შიდა სასოფლო გზები.
გადაუღებელი წვიმის შედეგად წუხელ ღამით მდინარე აჭყვა კალაპოტიდან გადმოვიდა, დაიტბორა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და ქუჩა, ასევე მუნიციპალიტეტის სოფლებშიც მეწყერული პროცესები გააქტიურდა. მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო სამაშველო ბრიგადები და მობილური ჯგუფები, ინტენსიურად იწმინდებოდა სანიაღვრე არხები. საგანგებო რეჟიმში მუშაობდა სტიქიის შტაბი. ამ დროის მონაცემებით მდგომარეობა სტაბილურია, მდინარის დონემ დაიწია.
ბოლო მონაცემებით დაზიანებულია ოცამდე საცხოვრებელი სახლი. დაზარალებულების მდგომარეობას სტიქიის კომისია შეისწავლი

Tweet about this on TwitterShare on Facebook0