ქობულეთში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები დილიდან განახლდა. იწმინდება დამეწყრილი გზები, სუფთავდება შტორმის შედეგად დანაგვიანებული სანაპირო ზოლი. დაზარალებული ოჯახების მდგომარეობას გეოლოგები სწავლობენ. მერია სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლის.
სოფელ ქობულეთში, დაგვაში, სახალვაშოში, ჭახათსა და ქაქუთში ჩახერგილი გზები ინტენსიურად იწმინდება. დღის განმავლობაში მუნიციპალიტეტში სასოფლო გზების გასაწმენდად 8 ერთეული სპეცტექნიკა იმუშავებს. კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით ამ დროისათვის სოფლებში ენერგომომარაგება სრულად აღდგენილია.

Visited 198 times, 1 visit(s) today