ქობულეთში უამინდობამ პრობლემები შექმნა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქობულეთში უამინდობამ პრობლემები შექმნა. ძლიერი წვიმის შედეგად მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მეწყერული პროცესები გააქტიურდა. უმნიშვნელოდ დაზაინდა შიდასასოფლო გზები, ასევე რამდენიმე საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ ჩამოწვა მეწყერი. ამ დროისთვის მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად ალამბარსა და სოფელ ქობულეთში დაზიანებული გზები და საცხოვრებელი სახლები დაათვალიერა.
სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარება დილიდან აქტიურად მიმდინარეობს. ინტენსიურად იწმინდება სასოფლო გზები. სტიქიის შემსწავლელი კომისია ზარალს ითვლის. შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

Visited 177 times, 1 visit(s) today