ქობულეთში ქუჩების კეთილმოწყობის მიზნით 8 მილიონამდე ლარი დაიხარჯება

26/11/2017

გოგებაშვილისა და ჯინჭარაძის ქუჩების რეაბილიტაცია დეკემბერში დასრულდება. სამუშაოების მიმდინარეობას ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე დღეს ადგილზე გაეცნო. ინფრასტრუქტურული ღონისძიების განსახორციელებლად 322 ათასი ლარია გათვალისწინებული.
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში მოეწყობა სანიაღვრე არხები, ტროტუარები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება, ხოლო სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება. სამუშაოების დასრულების შემდეგ ქუჩებზე სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები დამონტაჟდება.
მიმდინარე წელს ქობულეთში ქუჩების კეთილმოწყობის მიზნით 8 მილიონამდე ლარი დაიხარჯება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0