ქობულეთში ქუჩებს შორის გადასასვლელების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

06/11/2017

ქობულეთში ქუჩებს შორის გადასასვლელების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული ღონისძიების ფარგლებში დავით აღმაშენებლის გამზირიდან რუსთაველის ქუჩაზე 4 გადასასვლელს ჩაუტარდება რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში მოეწყობა სანიაღვრე სისტემები, ტროტუარები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება, ხოლო ქუჩის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარი დაიგება. სამუშაოების დასრულების შემდეგ ქუჩებზე სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები დამონტაჟდება. ინფრასტრუქტურული ღონისძიებისთვის 614 551 ლარია გამოყოფილი. პოექტის დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0