ქობულეთში შიდა სასოფლო გზების კეთილმოწყობის სამუშაოები გრძელდება

03/06/2016

სოფელ ალამბარი-ტაკიძეების საავტომობილო გზა არსებობის მანძილზე პირველად კეთდება. სამუშაოები 2300 მეტრი სიგრძის გრუნტის გზის მოასფალტებას ითვალისწინებს. სამუშაოებს, რომლის საერთო ღირებულება ტენდერის მიხედვით 471 027 ლარია, შპს „მეგაკონტრაქშენი“ ასრულებს. სამუშაოები მომავალი თვის ბოლომდე უნდა დასრულდეს. ამ დროისათვის ქობულეთის მუნიციპალიტეტში მოასფალტებულია 8 470 მეტრი სიგრძის გზა 6 მიმართულებით და დარჩენილია 7 მიმართულება, სადაც საფარი 20 513 მეტრზე უნდა დაიგოს. ა.ა.რ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის 2016 წლის გეგმის მიხედვით, ოთხი ათეული ობიექტის კეთილმოსაწყობად 22 738 160 ლარია გამოყოფილი. დაგეგმილია 11 ახალი ხიდის მშენებლობა და 17 ხიდის რეაბილიტაცია. 151 ახალი საყრდენი კედლის და 4 დამცავი ზღუდარის მშენებლობა. სამელიორაციო სისტემების არხების რეკონსტრუქციისთვის კი 706 880 ლარია გამოყოფილი

Tweet about this on TwitterShare on Facebook0