ქობულეთში წინასაახალწლო საქველმოქმედო აქციები გრძელდება

31/12/2017

ქობულეთში წინასაახალწლო საქველმოქმედო აქციები გრძელდება. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა მირიან ქათამაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილმა, თავმჯდომარის მოადგილე ნათია თხილაიშვილმა საკრებულოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და შშმ პირების დახმარების აქციის ფარგლებში დაბა ოჩხამურში სოციალურად დაუცველი ლია ქათამაძე მოინახულეს, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და სასურსათე ამანათი გადასცეს. ქობულეთის მერია წინასაახალწლო საქველმოქმედო კამპანიას ადგილობრივი ბიზნესმენებისა და მუნიციპალიტეტში მოქმედი კომპანიების მხარდაჭერით ახორციელებს. აქციის ფარგლებში სხვადასხვა კატეგორიის ასამდე ოჯახს გადაეცემა სასურსათე ამანათები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0