ქობულეთში 5 სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდა

15/09/2017

ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ ახლადრეაბილიტირებული კვირიკეს პირველი საჯარო სკოლა დაათვალიერა და მასწავლებელ-მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. საჯარო სკოლაში 100-ზე მეტი მოსწავლე იღებს ზოგად განათლებას. საგანმანათლებლო დაწესებულების ორ სართულიანი შენობა შშმ პირებისათვის ადაპტირებულია. ინფრასტრუქტურული ღონისძიების ფარგლებში საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. პროექტის მიხედვით შეიცვალა შენობის სახურავი და კარ-ფანჯრები, ასევე კაპიტალურად გარემონტდა საკლასო ოთახები და სპორტდარბაზი. შიდასარემონტო სამუშაოების პარალელურად მოწესრიგდა შენობის ფასადი და ეზო. მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა ახალი სასწავლო წლის დაწყება ლაზისტანის ოთხწლიანი სკოლის მოსწავლეებსაც მიულოცა. სკოლა მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით აშენდა. ქობულეთში წელს აჭარის განათლების სამინისტროს „საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების“ პროგრამის ფარგლებში 5 საჯარო ჩაუტარდა რეაბილიტაცია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0