ქორწინებასთან დაკავშირებული ცვლილებების საჯარო განხილვა ქუთაისში

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქორწინებასთან დაკავშირებული ცვლილებების პროექტის საყოველთაო განხილვა ქუთაისში შედგა. საორგანიზაციო კომისიის წევრები მოსახლეობას შეხვდნენ და საკითხთან დაკავშირებით იმსჯელეს. ინიციატივის თანახმად, კონსტიტუციაში უნდა განისაზღვროს რომ ქორწინება, არის ოჯახის შექმნის მიზნით, ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას ემყარება. იმ შემთხვევაში თუ სახალხო განხილვა საორგანიზაციო კომისისთვის სასურველი შედეგით არ დასრულდა ინიციატორები რეფერენდუმს არ გამორიცხავენ.
პროექტის საჯარო განხილვას პარლამენტის წევრები, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ქუთაისის მერი შოთა მურღულია, იმერეთის მუნიციპალიტეტის გამგებლები და ადგილობრივი თვითმართველობის წევრები ესწრებოდნენ.

Visited 141 times, 1 visit(s) today