ქუთაისის მერია ევროკავშირის ახალ ინიციატივას შეუერთდა

14/06/2017

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ევროკავშირის ახალ ინიციატივას „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ კლუბს შეუერთდა. კლუბში გაწევრიანების ცერემონიაში იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი და ქუთაისის მერი შოთა მურღულია მონაწილეობდნენ. აღნიშნული ინიციატივა 2017 წლის იანვარში დაიწყო და 2020 წლის დეკემბრამდე გაგრძელდება. მისი მიზანია: აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერა, რათა გაუმჯობესდეს ბიზნესგარემო, შეიქმნას პირობები კერძო სექტორის განვითარებისათვის, ეკონომიკისა და სამუშო ადგილების ზრდისთვის. პროექტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში ადგილობრივი ოფისების მეშვეობით ხორციელდება. დაინტერესებულ მხარეებს პროექტი სთავაზობს ადმინისტრაციულ და ტექნიკურ მხარდაჭერას ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმების მომზადებასა და განხორციელებაში. აგრეთვე, სხვადასხვა ინფორმაციას, ტრეინინგებსა და ექსპერტულ დახმარებას საჭიროების მიხედვით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0