ქუთაისის მოსწავლე–ახალგაზრდობის პარკში ქართველთა და ებრაელთა მეგობრობის ხეივანი გაიხსნა

03/05/2017

ქუთაისის მოსწავლე–ახალგაზრდობის პარკში ქართველთა და ებრაელთა მეგობრობის ხეივანი გაიხსნა. ცერემონიას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის მერი შოთა მურღულია, ისრაელის სრულუფლებიანი ელჩი შაფთაი ცური და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
ქართველი და ებრაელი ერის ურთიერთობა და მეგობრობა 26 საუკუნეს მოიცავს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0