ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე პირველი სხდომა გამართა

08/12/2017

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე პირველი სხდომა გამართა. სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარია უძღვებოდა დეპუტატებმა 7 საკითხი განიხილეს:
1.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, მერაბ მეშველიანის უფლებამოსილების ცნობის შესახებ
2.„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 აგვისტოს N189 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
3.„არასამეწარემეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთანებასა“ და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებაში“ მომსახურების საფასურის შემოღების, აკუმულირებისა და განაწილების წესის დამტკიცებისა და აღნიშნულ გაერთიანებებში მომსახურების საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 მარტის N170 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
4.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ დაფუძნების ცნობად მიღების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის N14 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
5.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების “ დაფუძნების ცნობად მიღების შესახებ
6.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ დაფუძნების ცნობად მიღების შესახებ
7.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისიდან 2017 წლის 1-ელ ოქტომბრამდე განვლილი პერიოდის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის ცნობად მიღების შესახებ
მუხლი 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს, კანონით დადგენილი წესით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში /ვ.კუპრაძის ქუჩა №11/, მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მუხლი 4. ბრძანება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით.
აღნიშნული საკითხები ქუთაისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითმა ორგანომ ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ორი ახალი ფრაქცია “ქართული ოცნება-კონსერვატორები” და “ქართული ოცნება-მრეწველები” შეიქმნა.
“ქართულ ოცნება-კონსერვატორებს” სათავეში ნანა კოსტავა ჩაუდგა, მისი წევრები კი საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარია და საკრებულოს წევრი ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი არიან.
ფრაქცია “ქართული ოცნება-მრეწველებს” ლაშა გვენეტაძე უხელმძღვანელებს, რომლის წევრები მამუკა რიჟამაძე და დავით წულეისკირი გახდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0