ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალი ფართოვდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

აგვისტოში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა იწყება, რომელიც ქუთაისის აეროპორტს ერთდროულად 6 რეისის მომსახურების საშუალებას მისცემს, – როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ტერმინალის გაფართოების პროექტი, რკინიგზის ახალ პროექტთან კომბინაციაში, რომელიც აეროპორტის ჭიშკრის წინ სარკინიგზო ბაქნის მშენებლობას ითვალისწინებს, ქუთაისის აეროპორტს მისცემს საშუალებას, გაცილებით უფრო კომფორტულად და უფრო მეტ მგზავრს მოემსახუროს.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, წლის დასაწყისიდან, მგზავრთა ნაკადი 92%-ით არის გაზრდილი, რაც ერთი მხრივ – ვიზალიბერალიზაციის, ხოლო, მეორეს მხრივ ტურიზმის მიმართულებით ძალისხმევის მნიშვნელოვანი შედეგია.

Visited 222 times, 1 visit(s) today