ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 15.2 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

04/08/2017

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ალპანა-მამისონის (126კმ-141კმ) უღელტეხილის საავტომობილო გზის 15.2 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
სარეაბილიტაციო მონაკვეთი, ონის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, რომელიც იწყება სოფელ უწერაში, კვეთს სოფელ გლოლას და მთვარდება კურორტ შოვში.
რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია გზის სავალი ნაწილის და 8 ხიდის რეაბილიტაცია. ასევე, მოეწყობა წყალგამტარი მილები, მიერთებები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები და მოსახლეობის ეზოში შესასვლელები. ავტოტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველსაყოფად დამონტაჟდება საგზაო ნიშნები და მოინიშნება გზის სავალი ნაწილი
ამ დროისათვის ადგილზე მილების, ბეტონის კიუვეტებისა და ასფატ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებზე 25 ადამიანი დასაქმებული.
სამუშაოები 2016 წლის მაისში დაიწყო და 2017 წლის ოქტომბერში დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0