ქუთაისი განახლებული ნიკეას ქუჩით ჩქაროსნულ ავტომაგისტრალს დაუკავშირდება

08/05/2017

ქუთაისის ნიკეას ქუჩისა და ქუთაისის შემოვლითი ავტომაგისტრალის გეგუთის შემაერთებელი გზის მშენებლობის, 4 კმ-იანი მონაკვეთის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასრულების ფაზაშია. პროექტის ფარგლებში 650 ადამიანია დასაქმებული.
სამუშაოების მიმდინარეობას და შესრულების ხარისხს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე გაეცნო.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 17 მილიონ ლარზე მეტია. სამუშაოები 2016 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება. ახალი, კომფორტული და უსაფრთხო ევროსტანდარტების გზა მთავარი დამაკავშირებელი კვანძი გახდება ქუთაისთან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0