ქუთაისი 24 საათიან წყალმომარაგებაზე ეტაპობრივად გადადის

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქუთაისის წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის პირველი ფაზის სამუშაოების დასრულების შედეგად, ქალაქის მოსახლეობის 24 საათიან წყალმომარაგებაზე ეტაპობრივად გადასვლა დაიწყო.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიორგი კობერიძე, ქუთაისის მერთან შოთა მურღულიასთან ერთად, იმ ქუჩების მოსახლეობას შეხვდა, რომლებიც უწყვეტი წყალმომარაგებით უკვე სარგებლობენ და პირადად გაეცნო 24 საათიან წყალმომარაგებაზე გადასვლის პროცესის მიმდინარეობას.
სექტემბრიდან დამატებით, ქუთაისის 29 ქუჩის 11 000 -მდე მოსახლე 24 საათიანი, ხოლო 69 ქუჩის 25 000 ადამიანი გაუმჯობესებული წყალმომარაგებით სარგებლობს.
ამასთანავე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ქ. ქუთაისში წყალმომარაგების ქსელის მშენებლობის მეორე ფაზას ახორციელებს, რომლის დასრულების შედეგად, ქალაქი სრულად 24 საათიანი, უწყვეტი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს სატუმბი სადგურების, რეზერვუარებისა და გამანაწილებელი ქსელის მშენებლობა. ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლისთვისაც აზიის განვითარების ბანკმა 86 მილიონ ლარზე მეტი ფინანსური რესურსი გამოყო, 2018 წელს დასრულდება.

Visited 163 times, 1 visit(s) today