ქუთაისობის დღესასწაული წელს შევეცადეთ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი ყოფილიყო

02/05/2023

ქუთაისის სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით ქალაქში დამეგობრებული ქალაქების დელეგაციები ჩამოვიდნენ. სტუმრების ოფიციალური მიღება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა. ქუთაისში “გვირილობის”, იგივე “ქუთაისქალაქობის” სახალხო დღესასწაულს წელს, პირველად, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება შეუერთდა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის დარბაზში ადგილობრივი ხელოვანების 30-მდე ფერწერული თუ სკულპტურული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. გამოფენა იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუმებულმა ზვიად შალამბერიძემ აეროპორტების გაერთიანების დირექტორთან, ირაკლი ქარქაშაძესთან ერთად დაათვალიერა.

“ქუთაისობის დღესასწაული წელს შევეცადეთ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი ყოფილიყო წინა წლებთან შედარებით. კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა ლოკაციაზე ქუთაისში რამდენიმე დღის განმავლობაში იქნება ღონისძიებები გაშლილი. აქტივობებს წელს პირველად შეუერთდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი და წარმოდგენილია ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრები, რაც რა თქმა უნდა კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ქუთაისობის დღესასწაულს” – ზვიად შალამბერიძე.

სამომავლოდ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, როგორც რეგიონის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი,აქტიურად იქნება წარმოდგენილი ყველა იმ მნიშვნელოვან ღონისძიებაში, რომელიც უკავშირდება ქუთაისს და იმერეთის რეგიონს. სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ თეატრში ვახტანგ კახიძის დირიჟორობით თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტი გაიმართა.
ქალაქ ქუთაისისათვის გაწეული ღვაწლისა და განსაკუთრებული დამსახურებისათვის ქუთაისის საპატიო მოქალაქის წოდება 9 ადამიანს მიენიჭ:
-აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარეს, გოეთეს საერთაშორისო საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ხელმძღვანელს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს ქალბატონ ნანული კაკაურიძეს;
-მელიტონ-ბალანჩივაძის სახელობის ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, კამერული გუნდის მთავარ დირიჟორს ქალბატონ ირინა ლომინაძეს;
-ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის საცნობარო-ბიბლიოგრაფიული განყოფილების ბიბლიოგრაფს, ჟურნალისტიკისა და სამართლის კოლეჯის დირექტორ-დამფუძნებელს, ჟურნალისტს, ქალბატონ ნანული ცხვედიანს;
-აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასურსათო ტენელოგიების დეპარტამენტის ლექტორს, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატს, ასოცირებულ პოფესორს, ქართველ ებრაელთს სათვისტომოს თვალაჩინო წარმომადგენელს ქალბატონ დოდო თავდიდიშვილს;
-გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში ბატონ ღასან ხალილს;
კათოლიკური ეკლესიის ქალაქის თემის ხელმძღვანელსა და წინამძღვარს, მამა გაბრიელ ბრაგანტინს;
-საქართველოს პარლამენტის წევრს, ანსამბლ „ქართული ხმების“ სოლისტს, იმერეთის რეგიონში ყოფილ სახელმწიფო რწმუნებულს ბატონ გივი ჭიჭინაძეს;
-ქალაქ ქუთაისის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობაში გამოჩენილ ჭეშმარიტ ქუთაისელს, ქალაქის ყოფილ მერს ბატონ რამაზ მხეიძეს;
-კლინიკა „ლჯ“-ის რედიოლოგიური დეპაატამენტის ხელმძღვანელს, ქალაქზე უზომოდ შეყვარებულ და პროფესიონალ ექიმს ბატონ თემურ ტაბიძეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0