ქუთაისში ამერიკული ჯავშანტექნიკა გამოიფინა

31/07/2017

ქუთაისში „ღირსეული პარტნიორი 2017“-ში მონაწილე ამერიკული ჯავშანტექნიკის „სტრაიკერების“ გამოფენა მოეწყო. დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ადგილობრივ მოსახლეობას მოსწავლე -ახალგაზრდობის პარკთან შესაძლებლობა ჰქონდა ამერიკული ტექნიკა დაეთვალიერებინა. ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
ამერიკული საბრძოლო ჯავშანმანქანა „სტრაიკერები“ საქართველოში გასულ კვირას შემოვიდა. ამერიკული საბრძოლო ჯავშანმანქანა ”სტრაიკერი“ საერთაშორისო სწავლებაში მონაწილეობას პირველად მიიღებს.
ამერიკული ჯავშანტექნიკა ასევე, თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გაჩერდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0