ქუთაისში ახალგაზრდული ჯგუფის მიერ ორგანიზებული “ევროპისდღე 2017” გაიმართა

04/05/2017

ქუთაისში დღეს ახალგაზრდული ჯგუფის მიერ ორგანიზებული “ევროპისდღე 2017” გაიმართა. ღონისძიებას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, იანოშ ჰერმანი, ქუთაისის მერი შოთა მურღულია, საქართველოს პარლამენტის წევრები და გაერო-ს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, ახალგაზრდული თამაშის „ჩემი ევროპული თავგადასავალი“-ს გამარჯვებული გუნდები დააჯილდოვეს.
თამაშში „ჩემი ევროპული თავგადასავალი“ ქუთაისის სკოლების მოსწავლეებისგან შემდგარი 15 გუნდი (სულ 150 მოსწავლე) მონაწილეობდა. სამი საათის განმავლობაში გუნდები, სხვადასხვა აქტივობების ფარგლებში, ევროკავშირის შესახებ ცოდნაში შეეჯიბრებიან ერთმანეთს. მეორე ადგილზე ქართულ ამერიკული სკოლა პროგრესი, ხოლო პირველზე 37-ე საჯარო სკოლა გავიდა.
ღონისძიებაზე საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნი ბენდ „მუზეუმმა“ შეასრულა.
ქუთაისში ჩატარებული #ევროპისდღე2017 საქართველოს პარლამენტის მიერ დაგეგმილი ევროპის კვირეულის ნაწილია. აღნიშნულ საქმიანობას პარლამენტი ახორციელებს გაერო-ს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით და ევროკავშირის მხარდაჭერით. პარლამენტის მიერ დაგეგმილი ევროპის კვირეული მოიცავს საჯარო ლექციებს საქართველოს რვა უნივერსიტეტში და ახალგაზრდულ ღონისძიებებს ქუთაისში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0