ქუთაისში, ბინამდე მისასვლელი გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

21/08/2017

ქუთაისში, ბინამდე მისასვლელი გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. წელს 48 მისასვლელის კეთილმოწყობა იგეგმება. დასრულებულია 25, სამუშაო მიმდინარეობს ორ ქუჩაზე, რომელიც ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ საბინაო სამსახურის უფროსთან და თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერა.
წელს მისასვლელი გზების რეაბილიტაციისთვის 800 000 ლარი იხარჯება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,მიმდემი” ასრულებს. იქ სადაც თანადაფინანსების ფარგლებში მოეწყო ეზოები მისასვლელი გზები სრული დაფინანსებით კეთდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0