დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, მინისტრის მოადგილემ მამუკა ცოტნიაშვილმა და იმერეთის გუბერნატორის მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა ქუთაისში, ის ახალაშენებული კორპუსები დაათვალიერეს, სადაც ბინას 400-მდე დევნილი ოჯახი მიიღებს. სამინისტრომ შერვაშიძის ქუჩაზე, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, 2 თექვსმეტსართულიანი კორპუსი ააშენა, აღმაშენებლისა და ერისთავის ქუჩებზე არსებული ახალაშენებული კორპუსები კი, ქართველი მენაშენეებისგან გამოისყიდა. დევნილ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები ქუთაისში, 2017 წლის ზაფხულის ბოლომდე გადაეცემათ.
ქუთაისში ბინას 400-მდე დევნილი ოჯახი მიიღებს
13/05/2017