ქუთაისში ბინების განაწილების კენჭისყრა გაიმართა

03/09/2017

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში 429 დევნილ ოჯახს საცხოვრებელ ფართს გადასცემს. დღეს, ქუთაისში 156 ერთოთახიანი, 198 ოროთახიანი, 71 სამოთახიანი და 4 ოთხოთახიანი ბინა კენჭისყრის პრინციპით განაწილდა. გათვალისწინებული იქნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებები და მათ ბინები პირველ სართულებზე გადაეცათ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0