ქუთაისში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე აღინიშნა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 8 თებერვალს წმინდა კეთილმორწმუნე მეფის, დავით აღმაშენებლის, ხსენების დღეს აღნიშნავს. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, დავით აღმაშენებლის ძეგლი გვირგვინით შეამკეს.
დღესვე, გელათის მონასტერში, ქუთათელ–გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ, საზეიმო წირვა–ლოცვა აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლებმა დავით აღმაშენებლის საფლავი გვირგვინით შეამკეს. გელათის აკადემიის შენობაში, დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოფენა და საგალობლების ფესტივალი გაიმართა.

Visited 200 times, 1 visit(s) today