ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა დაიწყო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა დაიწყო. მშენებლობის პროცესს დღეს სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე და ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია გაეცნენ. ადგილზე იმყოფებოდნენ ასევე ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და “აი გრუპის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე კახა გულედანი. როგორც ცნობილია, ქუთაისში ელექტრომობილების მწარმოებელ საწარმოს კომპანია “აი გრუპი“ აშენებს. მშენებლობა მომავალ წელს დასრულდება. ქარხანაში თავდაპირველად დაახლოებით 300 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება, თუმცა პროექტის განვითარებასთან ერთად კომპანია გეგმავს დასაქმებულთა რაოდენობა 1000-მდე გაზარდოს. საწარმოს ამოქმედებიდან 18 თვის ვადაში არანაკლებ 5000 ელექტრომობილი დამზადდება. ამასთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოში წარმოებული ელექტრომობილები ექსპორტზე გავა.

Visited 127 times, 1 visit(s) today