ქუთაისში ნგრევად შენობებში მცხოვრებ ოჯახებს 274 ბინა გადაეცემა

18/10/2020

ბესარიონ სიმონიშვილმა ქუთაისში, ის დასახლებები მოინახულა, სადაც დევნილები ავარიულ და ნგრევად შენობებში ცხოვრებენ.
სააგენტოს დირექტორის განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია, რომ ასეთ მძიმე პირობებში არც ერთი დევნილი აღარ იმყოფებოდეს. უახლოეს მომავალში, ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში 274 ბინა ნგრევად შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მუშაობა უკვე მიმდინარეობს, რის შედეგადაც გამოვლინდება, კონკრეტულად რომელი ობიექტები დაიხურება ამ ეტაპზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0