ქუთაისში რაგბის მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატი გაიხსნა

31/05/2017

20 წლამდელთა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატს ქუთაისმა “აია არენაზე” უმასპინძლა. ჩემპიონატმა თბილისსა და ქუთაისში ერთდროულად აიღო სტარტი. პირველი შეხვედრა ახალ ზელანდიასა და შოტლანდიას შორის გაიმართა. გამარჯვება 5 გზის ჩემპიონმა ახალმა ზელანდიამ მოიპოვა, რომელმაც მეტოქე ანგარიშით 42:20 დაამარცხა. მატჩს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორი გიორგი ჭიღვარია, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი და რაგბის გულშემატკივრები ესწრებოდნენ. ,,აია არენაზე“ მომდევნო მსოფლიო სარაგბო მატჩები 4 და 8 ივნისს გაიმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0