ქუთაისში ხოსე კარერასის კონცერტი გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ცნობილი ტენორის ხოსე კარერასის კონცერტი გაიმართა. მსოფლიოში აღიარებული მომღერალი საქართველოში პროექტ Check-in Georgia-ს ფარგლებში იმყოფება. კონცერტში ქართველი სოპრანო სალომე ჯიქია და ვახტანგ კახიძის თბილისის სიმფონიური ორკესტრი მონაწილეობდა.

მსოფლიოში აღიარებული ტენორის კონცერტს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და ქუთაისის მერი შოთა მურღულია დაესწრნენ.

Visited 250 times, 1 visit(s) today