ქუტირისა და გვაზაურის გაზიფიცირება დაიწყო

04/08/2017

ხონის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები გრძელდება. ამჯერად 550 ოჯახის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის სამუშაოები სოფლებში ქუტირსა და გვაზაურში მიმდინარეობს. კომპანიის რამდენიმე ჯგუფი მილების მონტაჟს უკვე ახორციელებს. უმეტესწილად მილსადენები მიწისქვეშ გაივლის. პარარელურ რეჟიმში მიმდინარეობს სოფელ ივანდიდში მცხოვები 650 ოჯახის გაზიფიცირების პროცესი. ხონში მასშტაბური გაზიფიცირების პროცესი 2015 წელს დაიწყო და ამ დროისთვის ქალაქითან ერთად ბუნებრივი აირი სოფლების პატარა და დიდი კუხის, გოჩა- ჯიხაიშის, პატარა ჯიხაიშის, მათხოჯის მოსახლეობას სრულად მიეწოდება .

Tweet about this on TwitterShare on Facebook0