ღარიხევში გზის მობეტონების სამუშაოები მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ, არჩილ მაღრაძემ, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, სოფლის გზაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
ღარიხევის გზის პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 63 109 ლარით დაფინანსდა. პროექტის ფარგლებში მობეტონდება სოფლის ცენტრალური გზის 700 მეტრიანი მონაკვეთი.
სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების თანახმად ორ კვირაში უნდა დასრულდეს.

Visited 215 times, 1 visit(s) today