ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი მევენახეებს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შეხვედრა გაიმართა ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი სამანიშვილი, გუბერნატორის პირველ მოადგილესთან ირაკლი შიოშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მევენახეებს შეხვდა. საუბარი შეეხებოდა ქართული ღვინის წარმოების და მისი ექსპორტირების საკითხებს, სტატისტიკას და ბაზრის მოთხოვნებს. მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან უნდა მოხდეს ქართული ღვინის რეალიზების ხელშეწყობა და სტიმულირება, ეს იქნება ცნობადობის ამაღლების კუთხით, მარკეტინგული თვალსაზრისით, რათა გაჩნდეს და გაიზარდოს ქართული ღვინის მოთხოვნა მსოფლიო ბაზარზე. საუბარი დიალოგის რეჟიმში წარიმართა, რომელიც ყურძნის მოსავლიანობას, ფასს და ყველა იმ საკითხს შეეხებოდა, რომელიც ღვინის წარმოების საქმეში მნიშვნელოვანია. გამოითქვა აზრი, რომ შემდეგი შეხვედრა ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად დაიგეგმოს და ერთობლივად მოხდეს მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა.

Visited 121 times, 1 visit(s) today